2015 წლის 16 ივნისს, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში, გაიმართა კონფერენცია საქართველოში ჰიდროენერგეტიკის სფეროს ტექნოლოგიური მიღწევების შესახებ. კონფერენციაზე უმსხვილესი ჰიდროენერგეტიკული კომპანიის - Andritz Hydro -ს ტექნოლოგიების პრეზენტაცია გაიმართა. Andritz Hydro - არის მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინდუსტრიული ჯგუფია და მსოფლიოს 80-მდე ქვეყნის ჰიდრო სექტორში მოღვაწეობს. კომპანიას 170 წლის ისტორია აქვს. კომპანია ძირითად პროდუქციას აწარმოებს როგორც ევროპაში, ასევე ჩრდილო და სამხრეთ ამერიკასა და აზიაში.
კონფერენციაზე განიხილეს ჰიდროენერგეტიკის სფეროს ტექნოლოგიური მიღწევები, ქართული ჰიდროპროექტების ფინანსირების შესაძლებლობები და ჰიდროენერგეტიკის სფეროს გლობალური და რეგიონული ტენდენციები.
სს "დარიალი ენერჯი" 2013 წლის ოქტომბრიდან თანამშრომლობს Andritz Hydro-სთან, ყაზბეგში 108 მგვტ-იანი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის განვითარებაზე. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ზურაბ ალავიძემ, ისაუბრა საქართველოს ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის და მიღწევების შესახებ ასევე დეტალურად განიხილა დარიალი ჰესის მშენებლობის და ოპერირების პროექტი. ბატონმა ზურაბმა ხაზი გაუსვა "დარიალი ენერჯი"-ს წარმატებულ თანამშრომლობას Andritz Hydro-სთან.